пятница, 14 мая 2010 г.

  1. პროექტის სახელი -ადამიანის უფლებები სკოლაში
  2. პროექტის მოკლე აღწერა–მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას, შეაჯამებენ შედეგებს, შეჯერების შემდეგ დასახავენ პრობლემის გადაჭრის გზებს.
  3. პროექტის სრული აღწერა –მოსწავლეები გამოკითხავენ სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს მათი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ, სკოლაში ამ კუთხით შექმნილი სიტუაციის, გარემოს შესახებ. მოძიებულ მასალებს გაუკეთებენ ანალიზს, დასახავენ გზებს სიტუაციის გასაუმჯობესებლად. მოაწყობენ მოსწავლეთა ნამუშევრებისა და ფოტოების გამოფენას თემაზე "ჩვენი უფლებები", გამართავენ დისკუსია–პრეზენტაციას და ლექციური სახით გააცნობენ სკოლის საზოგადოებას მათ მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.
  4. მონაწილეთა ასაკი –16–17 წელი
  5. ვადები/ხანგრძლივობა-3 თვე
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში–ჯგუფური მუშაობა,ინტერვიუს აღების მეთოდები, კითხვის დასმით საკითხებში ჩაღრმავება, კვლევა, დისკუსია,პრეზენტაციის გამართვა, სწავლების მეთოდის–საკითხების წინასწარ მომზადება, მიზნის დასახვა, ძირითადი პრობლემის გადასაჭრელი გზების აქტიურად ძებნა–გამოყენება.
  7. მოსალოდნელი შედეგები–მოსწავლეები რეალურად ეცნობიან არსებულ სიტუაციას, სახავენ უფლებების განხორციელების გზებს, სწავლობენ სხვადასხვა რესურსების გამოყენებას, იძენენ კვლევის უნარ–ჩვევებს, ატარებენ გამოკითხვებს, აწარმოებენ მონიტორინგს, ქმნიან ნახატებს, იღებენ სურათებს, აწყობენ გამოფენას, ქმნიან ჟურნალს ადამიანის უფლებების შესახებ ან ვებ გვერდს.
  8. სარგებელი სხვებისთვის–მოხდება სკოლაში არსებული სიტუაციის ანალიზი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, დაისახება გზები მისს გასაუმჯიბესებლად, პრობლემის მოსაგვარებლად.
  9. სამუშაო ენა–ქართული